მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თქვენმა პარტიამ კი არა საქართველომ წააგო“- რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი არჩევნების...

“თქვენმა პარტიამ კი არა საქართველომ წააგო“- რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი არჩევნების შედეგებს აფასებს (Video)

Published on

„თბილისიდან სააკაშვილის მომხრე ნაცნობმა ქართველმა დამირეკა და სასოწარკვეთილმა დაიყვირა: „ჩვენ წავაგეთ“. „დაწყნარდი, ძვირფასო, – დავაწყნარე მე. თქვენმა პარტიამ კი არა, საქართველომ წააგო“.
„ჩვენ ბოლომდე ვერ დავასრულეთ რაღაც“, – ყვიროდა ის. მე კი მას ვუთხარი: "უბრალოდ, საქართველოში ყველა ზის ნარკოტიკებზე. იქ, საქართველოში ჩვეულებრივი ნარკოტიკიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ნარკოტიკი განსაკუთრებულია და თავისებური. როგორც რუსეთი ზის ნავთობისა და გაზის ნარკოტიზე, ასევე საქართველო, რომელიც ომის შემდეგ ოდნავ გაიმართა წელში, შეჯდა ტურიზმზე ლამაზი ხედებით, „ბორჯომზე“, რომელსაც საზღვარგარეთ სამჯერ ძვირად ყიდიან, შეჯდა ქართულ ცეკვებზე და ხინკალ-ხაჭაპურზე. არ გამიბრაზდეთ, მე საქართველო ზოგიერთ ქართველზე მეტად მიყვარს, მაგრამ ის საქართველო, რომელსაც ახსოვს დაკარგული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.მაგრამ ლამაზმა ხედებმა, ხინკალმა და პენსიონერული სტაბილურობის წყურვილმა გამარჯვება მოიპოვა. მეტიც, პარლამენტში შედის ღიად კრემლის პარტია „პატრიოტთა ალიანსი“. ეს არის ყველაზე საგანგაშო.ქართველები მოტყუვდნენ, რომ მათ არ მოსწონთ ტირანი სააკაშვილი და მას ცვლიან არა მოდერნიზაციის ახალი ტალღით, არამედ არამედ პრორუსული სასაფლაოთი.
ჯანდაბამდეც გზა ჰქონია სააკაშვილს, არ გინდათ ნუ გინდათ. მაგრამ რას გპირდებიან „ოცნებების“ გარდა ივანიშვილის „მეოცნებეები“? რეფორმებს? ჩვენს „ისკანდერებს“ ნუ აცინებთ, როგორც ამხანაგი პუტინი იტყოდა – საპარალმენტო არჩევნების მთავარი გამარჯვებული.დაივიწყებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს? დაივიწყებთ თქვენს ნატოსა და ევროპას. თქვენ, ქართველები ამისთვის მზად ხართ. ამიტომ, გილოცავთ კრემლის მიერ ივანიშვილის, ბიძინა გრიგორის ძეს დანიშვნას საქართველოს ფედერალური ოლქის ხელმძღვანელად“.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...