მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბორდერიზაცია ციფრებში

ბორდერიზაცია ციფრებში

Published on

,, ნიუპოსტი” ბორდერიზაციის სამწუხარო სტატისტიკას აქვეყნებს:

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველომ შიდა ქართლისა და სამაჩაბლოს 103 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ომიდან სამი წლის შემდეგ, 2011 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ბორდერიზაცია (მავთულხლართების, ღობეების, ტრანშერების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟი) დაიწყო.

ახალი საოკუპაციო ხაზი კიდევ 32 სოფელში გაივლო (ჯამში დაახლოებით 53 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია გავლებული), პროცესი კი დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს.

რაც შეეხება თვითაღიარებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, აგვისტოს ომის შედეგად საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი ამ რეგიონის/კოდორის ხეობის 22 სოფელზე დაკარგა, 2013 წლიდან კი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. ბორდერიზაცია დაიწყო, თუმცა პროცესი მომდევნო წლებში შეჩერებული იყო, თუ არ ჩავთვლით 2016 წელს, როცა ოკუპანტებმა ხურჩაში ბორდერიზაცია ისევ განაახლეს.

მთლიანობაში, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 9 სოფელს შეეხო და მავთულხლართების, ღობეებისა და მიწათხრილების საერთო სიგრძე 48 კმ-ზე მეტია.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...