გაერო-მ გენერალური მდივნის პოსტზე ანტონიო გუტიერეში აირჩია. 66 წლის გუტიერეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა კომისარიატს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ანტონიო გიურეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება. ამ თანამდებობაზე გუტიერეშის გარდა, წარდგენილნი იყვნენ, სერბეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვუკ იერემიჩი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერი ჰელენ კლარკი, იუნესკო-ს ყოფილი გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი. 2007 წლიდან დღემდე, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას სამხრეთ კორეელი დიპლომატი, პან გი მუნი იკავებდა, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.
სიახლეები
სიახლეები
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო
ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...
პოლიტიკა
პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს
შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.
"ქართული ოცნების" ლიდერი,...
მსოფლიო
ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...
სიახლეები
სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება
საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...