მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესებას უპასუხოდ არ დავტოვებთ - რუსეთის საგარეო საქმეთა...

აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესებას უპასუხოდ არ დავტოვებთ – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

Published on

აშშ-ის მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდე დამატებითი სანქციების დაწესება ქვეყანაში არსებულ საშინაო პოლიტიკურ კრიზისზე მეტყველებს, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

”ჩვენ გვესმის, რომ ასეთი ნაბიჯები ასახავს საშინაო პოლიტიკის კრიზისს აშშ-ში, რომლის დროსაც ვაშინგტონის ისტაბლიშმენტი რუსეთს საკუთარი ოპორტუნისტული მიზნების მისაღწევად იყენებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსოფობებს“ მოუწოდებს, გააცობიერონ, რომ მათი ქმედებები „ეწინააღმდეგება აშშ-ის ხელმძღვანელი პირების ოფიციალურ განცხადებებს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის შესახებ და ასევე იწვევს დაძაბულობა საერთაშორისო არენაზე.”

მოსკოვი აცხადებს, რომ დამატებითი სანქციების დაწესებას რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს.

„ისევე როგორც წინათ, ანტი-რუსული ქმედება უპასუხოდ არდარჩება. ამერიკელ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ სანქციებით უსარგებლო თამაში, რომლის შედეგებიც ნულია და საღ აზრს მოუხმონ,“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქესა და 3 კომპანიას სანქციები დაუწესა. უწყების ცნობით, დენის კუზმინი და იგორ ნესტეროვი ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის „ინტერნეტ-გამოძიების სააგენტოსთან“ არიან დაკავშირებულები. აკრძალვები ასევე გავრცელდება ერთ გემსა და 3 თვითმფრინავზე, რომლებიც ამ კომპანიების საკუთრებაა.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...