მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილი ,,მთავარზე'': ,, პოლიტიკაში არ ვბრუნდები, თუმცა ძალიან ვარ შეწუხებული...

გიორგი კვირიკაშვილი ,,მთავარზე”: ,, პოლიტიკაში არ ვბრუნდები, თუმცა ძალიან ვარ შეწუხებული იმით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება”

Published on

“მთავარმა არხმა” ეკა ბესელია და კვირიკაშვილი თბილისის ერთ-ერთ კაფეში გადაიღო, არხის ჟურნალისტთან ეკა გაგუასთან საუბარში გიორგი კვირიკაშვილი ერთწლიან დუმილს არღვევს, ის საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პასუხისმგებლობას მთლიანად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანაში არის სახელისუფლებო კრიზისი და პასუხისმგებლობა ამაზე ივანიშვილს ეკისრება. – აცხადებს იგი.

ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას თუმცა ძალიან უკმაყოფილოა იმ ვითარებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

“ძალიან ბევრი რამ ხდება , რაზეც შეიძლება ისაუბრო. პოლიტიკაში არ ვბრუნდები, თუმცა ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული რაც დღეს ხდება. არ ვაპირებ ბრძოლას არც ერთი პოლიტიკური თანამდებობისთვის, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერ მინისტრს ყოველთვის მექნება ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი და პოლიტიკური მოსაზრება. რაც იყო 20 ივნისს ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდეც განცხადება, გამოვხატე ჩემი პოზიცია. ასეთი რაღაც შეიძლება მომავალშიც მოხდეს და არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ” – აცხადებს კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილი ასევე უკმაყოფილოა მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენებითა და ანაკლიის პორტის საკითხით.

“ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, დამაზიანებელია ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის და ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის ნაშრომის წყალში ჩაყრა. რაც შეეხება იმ ამბავს, რომ წელიწადნახევრის წინ მე და ხაზარაძე რაღაცას ვაპირებდით არის მოგონილი, იმ ადამიანების, რომლებსაც ამ მითის მოგონება აწყობდა. ძალიან სამწუხაროა, ის, რო ივანიშვილმა არა მხოლოდ დაიჯერა, არამედ თავისი მთელი მოქმედებები ააგო ამ მითებზე”

კვირიკაშვილი მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ ქვეყანაში არის სახელისუფლებო კრიზისი და მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ამაზე ივანიშვილს ეკისრება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...