მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მიიღო.

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მიიღო, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდა.პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პირველი ვიზიტი საქართველოში საქართველო – ყირგიზეთის შემდგომი ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს.შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხს და აღნიშნა, რომ მუდმივად მხარდაჭერილი უნდა იყოს მხარეთა შორის უმაღლესი დონის ინტენსიური დიალოგი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში შეთანხმებების ხელმოწერები მხარეთა თანამშრომლობის და ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის წინაშე კვლავ დგას მცოცავი ოკუპაციის პრობლემა, რომელიც ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას.გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, საქართველოს როლზე რეგიონში და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე.
 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...