მთავარისიახლეებიპოლიტიკადღე-ღამის განმავლობაში 2 საათზე მეტი დროით, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათზე მეტი...

დღე-ღამის განმავლობაში 2 საათზე მეტი დროით, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური სამუშაო შესაძლოა, აიკრძალოს

Published on

„საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს 30 სექტემბრის სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლს, რომელიც ზეგანაკვეთურ სამუშაოს შეეხება, ემატება ჩანაწერი:

„ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს.“

კანონპროექტის ინიციატორი ხაზს უსვამს, რომ მოქმედი შრომის კოდექსით არ არის გათვალისწინებული კვირის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა.

შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილში ვკითხულობთ, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.

კანონპროექტის ინიციატორი მიუთითებს, რომ შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციით, შესაძლებელია დასაქმებული კვირის განმავლობაში 84 საათის განმავლობაში მუშაობდეს, რაც ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე, აღნიშნულია, რომ კანონპროექტმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით.

„ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვრის დაწესებით, შესაძლოა შემცირდეს დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის დრო და შესაბამისად, შემცირდეს მათთვის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გადასახდელი შესაბამისი შრომის ანაზღაურებაც, რაც შეამცირებს მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადსაც,” – ნათქვამია ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე და ილია ვერძაძე არიან, ინიციატორი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...