მთავარისიახლეებიპოლიტიკასავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა ისევ მოიმატა, ფინანსთა მინისტრი კი საშუალოვადიან პერსპექტივაში...

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა ისევ მოიმატა, ფინანსთა მინისტრი კი საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას ელოდება

Published on

ფინანსთა მინისტრი საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას ელოდება.ნოდარ ხადური ოპონენტების განცხადებებსაც პასუხობს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილსა და ლარის გაცვლით კურსთან კავშირის შესახებ და მოუწოდებს მათ შეინარჩუნონ ობიექტურობა.“პერსპექტივაში ჩვენ ნამდვილად ველოდებით გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას. ეს არის მოკლევადიანი რყევები, მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება და მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი. ამავე დროს ეროვნული ბანკიც და ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯებს არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია გაცვლით კურსზე ზემოქმედება. ამიტომ მე მოვუწოდებ ოპონენტებს, რომ ოდნავი ობიექტურობა შეინარჩუნონ,“-განაცხადა ნოდარ ხადურმა.პარალელურად, გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი ისევ გაყიდა. სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის ფასმა ისევ მოიმატა – მისი ყიდვა დაახლოებით 2 ლარად და 38 თეთრად არის შესაძლებელი.
 
 
 

სიახლეები

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "რა...

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს

პროკურატურა ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხავს - საუბარია კაცზე, რომლის თვითმკვლელობის ვერსია...

NYPOST: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა რეკორდულ, 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა | ინფორმაციას ამის შესახებ NYPOST...

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...