მთავარისიახლეებიპოლიტიკაბესელია: კადრების გავრცელების საქმეში დები ზარდიაშვილები ფიგურირებენ

ბესელია: კადრების გავრცელების საქმეში დები ზარდიაშვილები ფიგურირებენ

Published on

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეში დები ზარდიაშვილები ფიგურირებენ, რომლებსაც 16 ადამიანისგან განსხვავებით, ბრალი არ წარუდგინეს. 

იმაზე, რომ საქმეში არსებული პირების გვარი ერთერთი დეპუტატის გვარს ემთხვეოდა, ეკა ბესელიამ თავდაპირველად 14 ივნისს ისაუბრა, თუმცა გვარი მაშინ არ უთქვამს. 27 სექტემბერს მთავარ არხზე ნიკა გვარამიასთვის მიცემულ ინტერვიუში კი მან თქვა, რომ ეს პირები გვარად ზარდიაშვილები არიან. 

“სხვათა შორის, მისი [ვანო ზარდიაშვილი] მოგვარე არის საქმეში. პირდაპირ ზარდიაშვილია ის, ვისაც არ ვასახელებდი აქამდე. დები არიან, რომლებსაც აქვთ ზუსტად იგივე ქმედება. არ აქვთ ბრალი შერაცხული, ზუსტად იგივე ქმედება აქვთ ჩადენილი [რაც სხვებს]” – თქვა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, დები ზარდიაშვილები საქმეში მოწმეებად არიან დაკითხულები და აღიარებენ, რომ მათაც გაავრცელეს, კერძოდ, ერთმანეთს გაუზიარეს კადრები. 

“ამისთვის რამდენიმე ახალგაზრდას ბრალი აქვს წარდგენილი, მათ – არა” – ამბობს ბესელია. 

დეპუტატმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას მის წინააღმდეგ არ აქვს ისეთი ფაქტი, რომლითაც მის გაჩუმებას შეძლებენ და სწორედ ამიტომ “ამ საცოდავ კადრებს ატრიალებენ აქეთ-იქით”. მას შემდეგ, რაც გვარამიამ მას დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა, ბესელიამ თქვა, რომ მას ჰგონია, რომ კადრების გავრცელებაში “ზარდიაშვილი თანამონაწილეა”

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...