წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პოლიციის მანქანა, რომლითაც დაკავებული სოფლიდან წალენჯიხაში გადაჰყავდათ, სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ პატიმრის ქმედებამ გამოიწვია, რომელიც მანქანაში კიდურებს იქნევდა. მისი მოქნეული ფეხი კი მანქანის სალონში მძღოლს მოხვდა, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა.
შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო. დაშავებულთა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში პატიმარი და მძღოლი არიან.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელების წინააღმდეგ მუქარას, ძალადობას ან წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
პოლიციის მანქანა, რომლითაც დაკავებული წალენჯიხაში გადაჰყავდათ, სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა
Published on