მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს ვაკისრებ"- ბესელიას პირველი კომენტარი ზარდიაშვილთან დაპირისპირების შემდეგ

“პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს ვაკისრებ”- ბესელიას პირველი კომენტარი ზარდიაშვილთან დაპირისპირების შემდეგ

Published on

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტში მომხდარი დაპირიპირების შემდეგ აცხადებს, რომ მას ბოდიში არავისთვის აქვს მოსახდელი.

“არავისთან არ მაქვს ბოდიში მოსახდელი, რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, მიიღებს პასუხს. პირველი რაც მინდა ვთქვა, დღეს იყო იაფფასიანი დაგეგმილი პროვოკაცია. ძალიან შეგნებულად გამოუშვა როგორც ჩანს, ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, ყოველთვის მათი მონა ზარდიაშვილი პროვოკაციის მოსაწყობად. მათ შეხედეს, როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი რჩეული მსაჯული მოსამართლე, რომელიც ვერ უძლებდა კითხვებს, რომელიც მისი მისამართით არსებობდა, კადრები რომელიც გავუშვით ააშკარავებდა იმ სურათს, რაც აქვს დაგეგმილი „ქართულ ოცნებას“. აი ამის გადასარჩენად შემოუშვეს „ქართული ოცნების“ სახედ ქცეული ზარდიაშვილი, რომელმაც მიიღო პასუხი ჩემგან ამ პროვოკაციაზე. მე მასაც და სხვასაც ვაფრთხილებ, არავისთან არ მაქვს ბოდიში მოსახდელი. რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, მიიღებს პასუხს.

ვანო ზარდიაშვილი ჩუმად, არაკაცურად ისე ლაპარაკობდა, რომ საზოგადოებას ვერ გაეგო მისი შეურაცხყოფა. მაგრამ მე გავიგე და რამდენჯერაც ამას გაბედავს, მიიღებს პასუხს. ვანო ზარდიაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობს, სწორედ ამიტომ მე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობას. ეს არის მისი პასუხისმგებლობა რომ „ქართული ოცნება“ ადეიშვილის ღამის მორიგეების და ღამის ასისტენტების თუ ხელის ბიჭების სახელით ლაპარაკობს.

ამ არარაობასთან არაფერი საერთო არ მაქვს. მართალია მას თავი არ უნდა გაუყადრო, მაგრამ არ ვაპირებ „გავატარო“ ის, რა ფრაზაც იხმარა. ეს ესმოდა გედევან ფოფხაძესაც. ეს იყო შეურაცხმყოფელი რომელიც გავიგონე და მე არ ვაპირებ ყური მოვიყრუო. ბევრჯერ შემიკავებია თავი, რადგან პარლამენტის წევრს მოეთხოვება მეტი თმენის ვალდებულება, თავშეკავება, მაგრამ არსებობს ზღვარი. ამ ზღვარს ვინც გადალახავს, მიღებს პასუხს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...