მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მიშა გაეროში. კლასი - ა. სალომე გაეროში. კლასი - ჭ.'' - რას...

,,მიშა გაეროში. კლასი – ა. სალომე გაეროში. კლასი – ჭ.” – რას წერენ სოციალურ ქსელებში

Published on

გაეროში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლისას რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას მთქნარება აუვარდა. – სოციალურ ქსელებში კრიტიკულად ეხმაურებიან გაეროში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას რომელიც რევერანსებით იყო სავსე და იხსენებენ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელსაც რუსეთის დელეგაცია ფატობრივად გაექცა.

,, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოსვლისას, რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა. გამოსვლა შთამბეჭდავი იყო, საქართველოს მეთაურმა ერთხელ კიდევ დაანახა მსოფლიოს – რუსეთის და ვლადიმირ პუტინის სახე და ერთხელ კიდევ გადასცა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს და ქართველი ხალხის გზავნილი, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოდან უკან არ იხევს და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის თავისუფლება და სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ.” – მეგი გოცირიძე

როგორ გაიჟღერებს ამჯერად გენასამბლეაზე დღევანდელი პრეზიდენტის პირით საქართველოს სასიცოცხლო პრობლემები? საქართველოს წარმომადენელი ამ ტრიბუნიდან უწოდებს თუ არა ოკუპანტს ოკუპანტს? მკაფიოდ შეახსენებს თუ არა მსოფლიოს, რომ რუსეთს შესასრულებელი აქვს საერთაშორისო ვალდებულებები? – მუსირებდა სოციალურ ქსელებში რიტორიკული კითხვა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამდე, რიტორიკული იმიტომ, რომ არსებითი პრობლემების გაჟღერებას სალმე ზურაბიშვილისგან არც არავინ ელოდა და მაქსიმუმ, რისი იმედიც ჰქონდა, ის იყო, რომ რაიმე მორიგი სისულელე არ წარმოეთქვა.

და აი, პასუხიც მიღებულია. სალომე ზურაბიშვილმა ვერ თუ არ თქვა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და, უფრო მეტიც, მცოცავი ოკუპაციით ცდილობს დაეპატრონოს დანარჩენ საქართველს, რაზეც მსოფლიომ არ შეიძლება თვალი დახუჭოს.

რეჟისორი რეზო შატაკიშვილი წერს:

,,მიშა გაეროში. კლასი – ა
სალომე გაეროში. კლასი – ჭ.

არა, მაინც რა ძაან უყვარს ეს ფალოსის გულისთვის სამშობლოს, მამის გამყიდველი და ძმის და მერე შვილების მკვლელი ბ….ა მედეა.
რატომ vუყარს ასე ძლიერ? მისებრ ყველაფერზე წამსვლელი რომაა?”

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...