მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ომის წკიპზე ვართ'' - რით ხსნიან ხელისუფლებაში სალომე ზურაბიშვილის ,,ფრთხილ'' გამოსვლის...

,,ომის წკიპზე ვართ” – რით ხსნიან ხელისუფლებაში სალომე ზურაბიშვილის ,,ფრთხილ” გამოსვლის გაეროში

Published on

„სიმართლე გითხრათ, .სალომე ზურაბიშვილისგან მეტს ველოდი, უფრო სწორად, შეიძლება მეტის მოსმენა მდომოდა, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ის ძირითადი აქცენტები, რაც იყო გასაკეთებელი ამ მაღალი ტრიბუნიდან, მან გააკეთა, თუმცა, ჩემთვის შეიძლება, სხვა აქცენტებიც ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ,ირაკლი სესიაშვილმა.

კითხვაზე, რა მიმართულებით დააკლდა აქცენტები, სესიაშვილმა უპასუხა, რომ არ ჰგონია, რომ მისი გემოვნებით უნდა მოახდინოს აღნიშნული საკითხის კომენტირება.

,, ოპონენტების პრობლემა არის ის, რომ ნებისმიერი პოლიტიკა ან რიტორიკა, რომელიც არ მიდის მწვავე დაპირისპირებამდე, კოლაბორაციონიზმის ტოლფასია”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ხელისუფლების ოპონენტების იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს გაეროში გამოსვლისას არ უხსენებია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში საქართველოს მიერთების საკითხი, რაც რუსეთთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გაგრძელებაა.

„ჩვენი ოპონენტების მთავარი პრობლემა, რომელიც იმედია, ჩვენი საზოგადოების მთავარ პრობლემად არ გადაიქცევა, არის ის, რომ ნებისმიერი რიტორიკა ან პოლიტიკა, რომელიც დაპირისპირების ისეთ დონეს არ გულისხმობს, რომელიც პრაქტიკულად, ომის ზღვარზე გადის, ითვლება პრორუსულობად, არასაკმარის პატრიოტობად. ეს არის პრობლემა. ომის წკიპზე რომ ხარ და აქედან თუ ოდნავ დაშორდი, ე.ი. პრორუსული ხარ. ეს არის ძალიან მახინჯი და მანკიერი მიდგომა, რომელიც ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებს ახასიათებს და მგონია, რომ ეს არ გადავა ჩვენს მოსახლეობაზე, ყოველ შემთხვევაში ძირითად ნაწილზე. ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, რომ მაქსიმალურად ტემპერატურა აწიონ, ოღონდ ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, იცით, რომ დღენახევარში ვინ სად გარბის, კაციშვილი ვერ იპოვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...