მთავარისიახლეებიპოლიტიკაფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასრულებამდე დეპუტატი ცხვიტარია პლაკატით ხელში იდგა და...

ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასრულებამდე დეპუტატი ცხვიტარია პლაკატით ხელში იდგა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდა

Published on

ხმაურით მიმდინარეობდა დღეს ფოთის საკრებულოს სხდომა . „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დარეჯან ცხვიტარიამ ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

ცხვიტარია საკრებულოს სხდომის დასრულებამდე პლაკატით ხელში იდგა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახააიას   გადადგომას მოითხოვდა

„ვაპროტესტებ ხელისუფლების უზნეობას. ხალხი გახარიას გადადგომას ითხოვდა და პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. არაფრისმაქნისი ხელისუფლებაა, განსაკუთრებით ფოთში. უმოძრაობის ხანაა, არაფერი არ არსებობს ამ ქალაქში, მარტო ქარი ტრიალებს, თორემ ესენი უმოქმედოები არიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, როდესაც ოპოზიცია თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრს. რაც შეეხება ბრალდებებს, ამას ყოველთვის პოზიტივით ვუპირისპირდებით. უნდა გადავფაროთ ოპოზიციის ნეგატიური დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ჰარმონიულად ქმნის სწორედ იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, რომელიც თითოეულ ადამიანზეა ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ამას გაითვალისწინებს და 2020 წელს სწორ არჩევანს გააკეთებს“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...