მთავარისიახლეებიპოლიტიკა7 წლის განმავლობაში ხელისუფლებას მეშახტეები მხოლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის...

7 წლის განმავლობაში ხელისუფლებას მეშახტეები მხოლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაახსენდა და მალევე დაივიწყა” – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ტყიბულელ მეშეხტეებს მხარდაჭერას უცხადებს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ტყიბულელ მეშეხტეებს მხარდაჭერას უცხადებს – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა ისაუბრა.

“ტყიბულის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვანახშირის მრეწველობის განვითარებასთან.

დღეს ქვანახშირის წარმოება სავალალო მდგომარეობაშია – საწარმოები იხურება და შესაბამისად დასაქმებულთა რიცხვი იკლებს, ხოლო ამ დარგში არსებული რთული ვითარების ლოგიკური შედეგი ისაა, რომ დღეს მეშახტეებს ხელფასებსაც უგვიანებენ, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმებს. 7 წლის განმავლობაში ხელისუფლებას მეშახტეები მხოლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაახსენდა, როდესაც ადრე გაცემული ტყუილი დაპირებების მსგავსად, არჩევნების მეორე ტურშიც ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ შახტის ხელმძღვანელობა ამ ადამიანებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ტყიბულის შახტების აღდგენა და განვითარება დასახელდა. ამ მიმართებით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. 2006 წლისათვის ტყიბულში წლების მანძილზე პირველად აღდგა ქვანახშირის სამრეწველო მოპოვება და ამ მაჩვენებელმა 30 ათას ტონიდან 2012 წლისათვის 350 ათას ტონას გადააჭარბა. შედეგად ტყიბულში 1700-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ასევე ათეულობით მილიონი ლარის პროდუქცია იქმნებოდა, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადიოდა, რაც დამატებით სავალუტო შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაერთხელ ესტუმრა, მათ შორის შახტაშიც იყო ჩასული და უშუალოდ ადგილზე არსებულ პრობლემებს ეცნობოდა.

ხელისუფლების მიერ დიდი ყურადღებისა და ძალისხმევის შედეგად ამ დარგის განვითარების მიზნით სულ უფრო ახალი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გრძელდებოდა.

2009 წელს გაიხსნა ნახშირის გადასამუშავებელი ფაბრიკა, რის შედეგადაც მომხმარებელს ტყიბულიდან ნახშირი უკვე გადამუშავებული სახით მიეწოდებოდა, რამაც ნახშირის ფასი და შესაბამისად შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა. შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები და ქვანახშირის მრეწველობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი სისტემეტურად იზრდებოდა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...