მთავარისიახლეებიპოლიტიკა"წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ, ბიჭო!'' - საპარლამენტო ლექსიკონი დღეს

“წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ, ბიჭო!” – საპარლამენტო ლექსიკონი დღეს

Published on

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართოლს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეჭაძეს უსმენენ.

შინაგან დაძაბულობას და ღია დაპირისპირებას უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, რომელიც უშუალოდ კანდიდატთან იყო დაკავშირებული მთელი განვლილი დღის მანძილზე , დაერთო დაპირისპირება პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილსა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერს ანრი ოხანაშვილს შორის.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასასმელად გამოყოფილ დროზე მსჯელობას მოჰყვა, უკმაყოფილების გამოხატვის შემდეგ ნაცვლიშვილმა სხდომათა დარბაზის დატოვება გადაწყვიტა, ოხანაშვილმა კი მას მიაძახა: “ბექა, წადი, წადი, შეხვედრაზე არ დაგაგვიანდეს”. აღნიშნულმა რეპლიკამ დამოუკიდებელი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია.

“წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ, ბიჭო! ნუ აძლევ თავს ზედმეტის უფლებას! ბიჭო, შენი სასწავლებელი მე არაფერი მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ თუ არა. ნახე რა, თავში აუვარდა…”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...