მთავარისიახლეებიპოლიტიკანუგზარ წიკლაური: ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მარტო უნდა დატოვოს პარლამენტში ის პარტია, რომელმაც ეს...

ნუგზარ წიკლაური: ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მარტო უნდა დატოვოს პარლამენტში ის პარტია, რომელმაც ეს არჩევნები გააყალბა.

Published on

”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აზრთა სხვადასხვაობაა – ამის შესახებ პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თუმცა წიკლაურმა აღნიშნა, რომ პარტიის ყველა წევრისთვის გუნდის ერთობა მნიშვნელოვანია. 
კითხვაზე, უნდა შევიდეს თუ არა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, ნუგზარ წიკლაურმა უპასუხა, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მარტო უნდა დატოვოს პარლამენტში ის პარტია, რომელმაც ეს არჩევნები გააყალბა.
”გაყალბების ხარისხი იყო ისეთი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარტო უნდა დატოვოს პარლამენტში ის პარტია, რომელმაც ეს არჩევნები გააყალბა. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ, ნებით თუ უნებლიეთ, მივცემთ მათ შესაძლებლობას რომ რაღაც დემოკრატიულობის ფასადი ჩამოაფარონ იმას, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და თავისუფალ არჩევნებთან… 
პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არის, იმიტომ რომ ღიად პარტიის გარკვეულმა წარმომადგენლებმა თავისი პოზიცია გამოაქვეყნეს, არსებობს სხვა პოზიციაც. მე არ ვფიქრობ, რომ ამას აქვს რაიმე დაპირისპირების სახე. ყოველ შემთხვევაში პარტიის ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება და დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენი თანამებრძოლი გაუფრთხილდება ამ ერთობას”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 
დღეს, 19:30 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც პარტიის მომავალ სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...