მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური ნიკა მელიას? - უბრალოდ ახალი სისტემის აპრობაცია მოახდინეს

რატომ გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური ნიკა მელიას? – უბრალოდ ახალი სისტემის აპრობაცია მოახდინეს

Published on

ძალადობრივი დანაშაულის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის მიზნით შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ელექტრონული მონიტორინგის სისტემას ნერგავს. კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და უახლოეს მომავალში ის პარლამენტს გადაეგზავნება.

ახალი კანონპროქეტის თანახმად, მოძალადეზე, რომლის მიმართაც გამოცემული იქნება შემაკავებელი ორდერი, განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგი. მონიტორინგს ასევე დაექვემდებარება მსხვერპლიც, რომელსაც ასევე დაუმაგრდება ელექტრონული სამაჯური.

„კანონპროექტი უკვე წარდგენილი აქვს მთავრობას და უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება პარლამენტს. აღნიშნული იმას გულისხმობს, რომ შემაკავებელი ორდერის აღსრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. ელექტრონული ზედამხედველობას გამოვიყენებთ იმ მოძალადეების მიმართ, რომლის მხრიდანაც იარსებებს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ეს იქნება მსხვერპლთა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტი და მექანიზმი. სამაჯურების სახით განხორციელდება მონიტორინგი. მოწყობილობის ერთი ნაწილი დაუმაგრდება კიდურზე მოძალადეს, მეორე ნაწილი კი ექნება მსხვერპლს“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა.

აი, თურმე რატომ გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური ნიკა მელიას – უბრალოდ ახალი სისტემის აპრობაცია მოახდინეს. საკითხავი ისიც არის, რა დაუჯდება დღევანდელ ხელისუფლებას თავისივე ძალადობის მსხვერპლთა აღჭურვა სამაჯურებით?

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...