მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია ვოლსკისა და სხვა კუთხეში მიმწყვდეულთა კამპანიაზე: ,,თავი დაანებონ...

ეკა ბესელია ვოლსკისა და სხვა კუთხეში მიმწყვდეულთა კამპანიაზე: ,,თავი დაანებონ ტაკიმასხარობას, სირცხვილია, როდესაც პარლამენტის წევრმა არ იცის კანონი ”

Published on

,,პროკურატურაში არმისვლის მიზეზად მოუცლელობის დასახელება ბევრ კითხვას ბადებს. როდესაც ეს მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, პირველ რიგში უნდა იყო დაინტერესებული ამ ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემით, თუ ამას ნამდვილად აქვს ადგილი – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი  ეკა ბესელიას უარს დღესვე გამოცხადებულიყო გენპროკურატურაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღძრულ კითხვებზე საუბრისათვის.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და ეკა ბესელია საკმაოდ მძიმე დანაშაულზე საუბრობს , ამიტომ თუ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, რეაგირება მყისიერი უნდა იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ეკა ბესელიამ  ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკურ საფუძვლებს ანგრევს. და თუკი ეს სიმართლეა და ამის მიუხედავად, ეკა ბესელია არ აძლევს ჩვენებას, ეს პოლიტიკური უზნეობაა.

მსგავსი რეაქციები ჰქონდათ უმრავლესობის სხვა წევრესაც ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებაზე, რომ ის ამ კვირას ვერ მივა პროკურატურაში, რასაც მან დაუყოვნებლივ უპასუხა.

ბესელიას თქმით, სირცხვილია, როდესაც პარლამენტის წევრმა არ იცის კანონი და მათ თავი უნდა დაანებონ არასერიოზულობასა და ტაკიმასხარობას.

“ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, დღემდე პროკურატურას ეს არ გამოუძიებია, ამიტომ მე ვურჩევ, იქნებ დროზე მაინც დაადგინონ ის, რაც უკვე გაცხადებულია, რაზეც მე თავად ვისაუბრე. ინგა გრიგოლიას ფაქტი გამოიძიონ, ეკა მიშველაძის ფაქტი გამოიძიონ, სადაც თავად საუბრობენ ადამიანები ამ თემებზე.


არიან ისეთები, ვინც ვერ ბედავს ამაზე ისაუბროს და მე ჩუმად მელაპარაკება. მე ეს ინფორმაცია მივიღე, როგორც პარლამენტის წევრმა, თუ ეს ადამიანები გაბედავენ და გადაწყვეტენ ამაზე ისაუბრონ, მე ამას შემდეგ დავადასტურებ.


ამის გამოძიება რომ აბსოლუტური არასერიოზულობაა და გამორიცხულია, ამას ვერც მესიჯბოქსი უშველის, რაც არ უნდა დამწკრივდნენ და ერთიანად აკეთონ განცხადებები, რომ მივიდეს პროკურატურაში და გააკეთოს განცხადებაო…


სადაც მივედი და გავაკეთე განცხადება, 8 თვეზე მეტია ველოდები და ვერ გამოიძიეს ის საქმე, სადაც ყველაფერი ხელისგულზე იდო, ასე რომ, თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას” – აღნიშნა ბესელიამ.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...