მთავარისიახლეებიპოლიტიკაოლიგარქი და პრეზიდენტები: რატომ გახდა შესაძლებელი პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის ის, რაც ,,არ...

ოლიგარქი და პრეზიდენტები: რატომ გახდა შესაძლებელი პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის ის, რაც ,,არ შეიძლებოდა” პრეზიდენტ მარგველაშვილისათვის?

Published on

სალომე ზურაბიშვილი  დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

იგი მსოფლიო ლიდერებს თბილისის დროით 19:00- 20:30 საათების შუალედში მიმართავს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს გენერალური დებატების მთავარი თემაა: „სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისათვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზება.”

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში  სალომე ზურაბიშვილ   ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ საპარლამენტო მოდელის პირობებში აღნიშნული უფლებამოსილება პრეზიდენტს აღარ ეკუთვნოდა და პრემიერ-მინისტრის კომპეტენციას შეადგენდა

შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წინა პრეზიდენტს   გიორგი მარგველაშვილს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არასდროს მისცემია. ხელისუფლების აღნიშნული პოზიცია მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის  გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვალა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...