მთავარისიახლეებიპოლიტიკაგადალახა თუ არა ,,პატრიოტთა ალიანსმა'' 5 პროცენტიანი ბარიერი? - ცესკოს საბოლოო...

გადალახა თუ არა ,,პატრიოტთა ალიანსმა” 5 პროცენტიანი ბარიერი? – ცესკოს საბოლოო პასუხი ჯერ არ აქვს

Published on

გადალახა თუ არა პატრიოტთა ალიანსმა 5 პროცენტიანი ბარიერი? – საბოლოო პასუხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ აქვს. ცეესკომ პარტიის მიერ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გუშინ, დღის ბოლოს დაადასტურა. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ 6 უბნის მონაცემების გაბათილების შედეგად, პატრიოტთა ალიანსს პარლამენტში მოსახვედრად საჭირო რაოდენობის ხმები ისევ დააკლდეს. ცეესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 48,67 %, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი 27,11 % მიიღო. პატრიოტთა ალიანსს, ამ დროის მონაცემებით, 5,1 % აქვს.ხმების 4,62 % მიიღო თავისუფალმა დემოკრატებმა, 3,14 % ლეიბორისტულმა პარტიამ, 1,55 % კი რესპუბლიკელებმა.ეს წინასწარი შედეგებია. საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულებულია. ცესკოს არჩევნების საბოლოო და დაზუსტებული მონაცემების გამოსაქვეყნებლად ვადა 27 ოქტომბრამდე აქვს, მეორე ტურების შემთხვევაში კი – 21 ნოემბრამდე.
 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...