მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს პარლამენტში მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს უსმენენ

დღეს პარლამენტში მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს უსმენენ

Published on


ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს უსმენენ, დღესვე კიდევ ორი მოსამართლის, შოთა გეწაძისა და მირანდა ერემაძის მოსმენაა ჩანიშნული.

მერაბ გაბინაშვილი გასულ წელს დეკემბერში იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიაშიც იყო, თუმცა მან ამ სიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ ქმედებაში, როგორც თავად ამბობს, პროცესის გაკეთილშობილების საშუალება დაინახა. ოპოზიციის პირველი კითხვები სწორედ ამას ეხებოდა.

იყო თუ არა მძიმე შეცდომა მიქაუტაძის და სხვების მხრიდან, მოსამართლეობის 10-კაციანი სიის პარლამენტისთვის იმ ფორმით წარდგენა, რა ფორმითაც ეს გაკეთდა და შეილახა თუ არა სასამართლოს ავტორიტეტი? – ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ  

ბოკერიას კითხვაზე გაბინაშვილმა განაცხადა, რომ პროცესის შედეგად უსაფუძვლოდ შეილახა სასამართლოს ავტორიტეტი, თუმცა პროცესში კანონთან რაიმე შეუსაბამობას ვერ ხედავს.

„ეს კანონიერი პროცესი იყო და მოსამართლეობის შერჩევის პროცესს ზიანს ვერ მიაყენებდა. გიორგი მიქაუტაძის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება, ნომინირება მოეხდინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, გამომდინარეობდა კონსტიტუციის პრინციპიდან და ამაში მე ვერანაირ კანონდარღვევას ვერ ვხედავ. ზიანი სასამართლოსთვის შესაძლოა, მხოლოდ ერთ კონტექსტში შეფასდეს, იმიტომ, რომ ამას მოჰყვა არასასურველი აჟიოტაჟი და უსაფუძვლოდ შეილახა სასამართლოსა ავტორიტეტი. ამ შეგნებულმა გადაწყვეტილებამ სხვა ადამიანების მხრიდან გამოიწვია პროვოცირება, რომ მათ პიროვნული თავდასხმები განახორციელეს კანდიდატებზე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოც ხდება ხოლმე და მოსამართლეს ხომ არ დავაბრალებთ, რომ სასამართლოს ავტორიტეტს ლახავს?,“ – განაცხადა გაბინაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...