მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ივანიშვილმა აითვისა ბოლო ბასტიონი - ეს არის უზენაესი სასამართლო, სადაც დასვამს...

,,ივანიშვილმა აითვისა ბოლო ბასტიონი – ეს არის უზენაესი სასამართლო, სადაც დასვამს თავის ყურმოჭრილ მონებს” – რომან გოცირიძე

Published on

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ალბათ, ეცინებათ გულში, რომ ჩვენ – ყველაფრის მკადრებლები – ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართ, -განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ  ჟურნალისტებს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით .

მისი თქმით, მომავალი ხელისუფლება სასამართლო რეფორმას განახორციელებს და არც ერთი ეს ადამიანი საჭირო არ იქნება.

” ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს საზოგადოების აზრი. მან კვლავ შემოაბრუნა იმ ძველი სიის კომპრომეტირებული წარმომადგენლები. ამ მოსამართლეებს ჰგონიათ, რომ როგორც ემსახურებოდნენ ყველა ხელისუფლებას, ასევე დასჭირდება მომავალ ხელისუფლებას. ამიტომ, ალბათ, ეცინებათ გულში და ფიქრობენ, ჩვენ – ყველაფრის მკადრებლები – ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართო.

არ ხართ საჭირო, მომავალი ხელისუფლება სასამართლო რეფორმას ფუნდამენტურად განახორციელებს და არც ერთი ეს ადამიანი, რომელსაც დღეს დიდი ალბათობით დაამტკიცებს პარლამენტი, მომავალ სასამართლო სისტემაში ვერ დარჩება. ამ პროცესით მთავრდება ხელისუფლების საბოლოო მიტაცების ის გეგმა, რაც განახორციელა ივანიშვილმა. ბოლო ბასტიონი იყო ასათვისებელი და ეს არის უზენაესი სასამართლო, სადაც დასვამს თავის ყურმოჭრილ მონებს,”- განაცხადა  რომან გოცირიძემ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...