საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი, 14 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. გოგონა ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში გადაიყვანეს.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის ანი გოგიჩაძის თქმით, მოზარდს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა და ბავშვს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა
ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 14 წლის მოზარდი გუშინ გადმოვარდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს