მთავარისიახლეებისაზოგადოებასავალდებულო საბაზო განათლება 9-დან 10 წლამდე გაიზრდება

სავალდებულო საბაზო განათლება 9-დან 10 წლამდე გაიზრდება

Published on

მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე ბევრჯერ დაანონსდა, რომ სავალდებულო საბაზო განათლება 9-დან 10 წლამდე გაიზრდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა ადასტურებს.

 რომ სამინისტრო მუშაობს ახალ სარეფორმო გადაწყვეტილებაზე, რომელიც სკოლის მესამე საფეხურიდან მე-10 კლასის საბაზისო განათლების საფეხურზე ჩამოწევას გულისხმობს.

„ვფიქრობ, რომ მეათე კლასი ჩამოვიდეს საბაზო საფეხურზე, როგორც სავალდებულო წელი, ანუ გაიზრდება სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა. მე-11 და მე-12 კლასი კი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე და აქ ვფიქრობთ, რომ სკოლებს უფრო მეტი დიფერენცირების შესაძლებლობა მივცეთ. სკოლებს სჭირდებათ საკმაოდ კარგი მომზადება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოიკვეთოს პროფილი და ის მრავალფეროვანი ინტერესები, რაც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს. როდესაც ვახსენებ პროფილს, ამაში ზუსტად ვგულისხმობ ჰუმანიტარულ ან საბუნებისმეტყველო მიმართულებას, თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასე მკაცრად დიფერენცირებული არ იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობის უფლება მივცეთ სკოლებს როგორ დაგეგმონ მე-11 და მე-12 კლასები“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ რეფორმა წავა იმ მიმართულებით, რომ პროფილური განათლების კურსი შენარჩუნდეს, აქცენტი გაკეთდება არჩევით საგნებზე და მრავალფეროვან არჩევით კურსებზე.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ეს იქცეს იმგვარ კურსებად, როგორიც ახლა გვაქვს. რეალურად, დღეს არსებულ კურსებზე სახელმძღვანელოების და სასწავლო რესურსების პრობლემაა და ამავე დროს პედაგოგის კვალიფიკაციის პრობლემაც. აუცილებელია, რა კურსებიც იქნება შეთავაზებული, მას მოჰყვეს სახელმძღვანელო, თუ სრულყოფილი არა, მინიმუმ გზამკვლევი მაინც, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ყველა საჭირო ინფორმაცია პედაგოგისთვის და ამავე დროს, უნდა მოვახერხოთ პედაგოგების შესაბამისად გადამზადება. ამ ყველაფერს მთელი წინა მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება და არ გვინდა, რომ ასე მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩიქობავამ.

ის ფაქტი, რომ სკოლებში სწავლების საბაზო საფეხური ათწლიანი გახდება, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემაც, მისი თქმით, დღევანდელი სკოლის მოდელი ვეღარ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ცვლილება აუცილებელია.

წყარო: EDU.ARIS.GE

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...