მთავარისიახლეებიპოლიტიკასერგო რატიანი- კითხვის ნიშნები რჩება არჩევნების ლეგიტიმაციაზე

სერგო რატიანი- კითხვის ნიშნები რჩება არჩევნების ლეგიტიმაციაზე

Published on

კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა ნაციონალური მოძრაობის თათბირი, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა. ისინი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ სამომავლო სამოქმედო გეგმაზე.როგორც განაცხადეს, ჯერ კიდევ არ აქვთ შემუშავებული სტრატეგია, მათ შორის მეორე ტურთან დაკავშირებით. სერგო რატიანის თქმით, კითხვის ნიშნები რჩება არჩევნების ლეგიტიმაციაზე.შეხვედრისას სხვადასხვა რეგიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ესწრებოდნენ.„ჩვენ ვხდებით ჩვენს ლიდერებს, მაჟორიტარებს და უამრავი ინფომრაცია მოდის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ყალბდებოდა არჩევნები, როგორ მოხდა ამომრჩევლის ნების ლეგიტიმაციის უგულვებელყოფა. ეს არჩევნები ფაქტობრივად ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. იყო ძალადობა, დარბევა უბნების. ეს ყველაფერი ნახა საზოგადოებამ, შემდგომში ნახა თუ როგორ გამოაცხადა ცესკომ დაწერილი პროცენტები, რომელიც პირდაპირ შესთავაზა ივანიშვილმა. ამასთან დაკავშირებით პარტიაში მიდის სერიოზული მსჯელობა, თუ როგორი იქნება პარტიის შემდეგი ნაბიჯები,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.
 
 
 

სიახლეები

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...