მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: 20 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას ნიკა მელიას გამოკითხულთა 0% აკისრებს

NDI: 20 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას ნიკა მელიას გამოკითხულთა 0% აკისრებს

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვას “ვინ არის პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი”, 0% პასუხობს, რომ ნიკა მელია.

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს ეკისრებათ.

ამავე კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობის 92%-სთვის პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილია.

NDI-მ პასუხისმგებლობის შესახებ კითხვა სწორედ აღნიშნულ 92%-ს დაუსვა.

43%-ის პასუხია ხელისუფლება, ხოლო 14% მიიჩნევს, რომ ყველა ერთნაირად პასუხისმგებელია. 

9% კონკრეტულად გიორგი გახარიას, იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებს პასუხისმგებლობას, 8% ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 7% ზოგადად ოპოზიციას.

4%-ის აზრით, 20 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, 2%-ის აზრით კი აქციის მონაწილეები. 

შსს-ს და პოლიციის პასუხისმგებლობას 1% ხედავს

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...