მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია: ვაპირებ ძალიან დიდი დრო დავუთმო აქტივიზმს, ეს იმას არ ნიშნავს,...

ელენე ხოშტარია: ვაპირებ ძალიან დიდი დრო დავუთმო აქტივიზმს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიიდან წამოვალ

Published on

,,ახლა არ არის დაშლის და დანაწევრების დრო, ახლა არის ფუნქციების გადანაწილების და ყველა ფრონტზე ბრძოლის დრო. მე მთელი გულით, ენერგიით, იდეით, ეს წელი ვაპირებ, რომ ძალიან დიდი დრო დავუთმო აქტივიზმს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საიდანმე წამოვალ.. ჩემ შემთხვევაში შეიძლება დაბნეულობა და ჭორები გამოიწვია იმან, რომ ძალიან აქტიურად ვარ ჩართული აქტივიზმში, თუმცა, აბსოლუტურად არანაირი ბარიერი არ მაქვს. გიგი უგულავას წასვლას რაც შეეხება, ეს აბსოლუტური აბსურდია ” – ასე უპასუხა TV პირველის ეთერში ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ წამყვანის კითხვას პარტიიდან მის და გიგი უგულავას შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

გადაცემის წამყვანმა დეპუტატს უთხრა, რომ მისი შთაბეჭდილებით, 3 სექტემბერს, საშემოდგომო სესიის გახსნისას, თანაგუნდელებთან ერთად დგომის მიუხედავად, ელენე ხოშტარია  პროტესტისას “ცალკე” იყო.

“სასტვენის საკითხი გადავწყვიტე ზუსტად ხუთი წუთით ადრე დარბაზში შესვლამდე. ჩემმა კოლეგებმა არ იცოდნენ და ადგილზე მომიწია თქმა. საერთოდ არ ვაპირებდი იქ სტვენას, მაგრამ რაკი არ შემოუშვეს აქტივისტები პარლამენტში, მე ვუთხარი, თუ თქვენ არ გიშვებენ, მე ავიშებ სასტვენს და მე დავუსტვენ შიგნით. ეს მოულოდნელობა და ცოტა გაურკვევლობა იყო, კოორდინაციის პრობლემა იყო ჩემი მხრიდან. სხვა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, მთელი პარტია დამიდგა გარშემო და მანდატურის მხრიდან ჩემს გათრევას ეწინააღმდეგებოდნენ.

ამ წელს, ამ ბრძოლაში, საერთო ინტერესების გამონახვა ყველამ უნდა შეძლოს. სხვათაშორის, ეს ანახეს აქტივისტებმა, მათ გადალახეს კომპლექსი, რომ “არ გვინდა პარტიები”. ყველა პოარტიისთვის არის პლატფორმა, უბრალოდ, ვერ იქნება მონოპოლიზებული რომელიმე პარტიის მხრიდან, ეს არის მონოპოლიზებული იდეით, რომ საქართველო უნდა იყოს პროდასავლური, დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო” – თქვა ელენე ხოშტარიამ.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...