მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯიხაშკარი და ზუგდიდის 38-ე უბანი მესამე სექტორის ანგარიშში ყველაზე პრობლემურ უბნებად...

ჯიხაშკარი და ზუგდიდის 38-ე უბანი მესამე სექტორის ანგარიშში ყველაზე პრობლემურ უბნებად დასახელდა

Published on

მედიაცენტრში ხმის დათვლის პროცესების შესახებ შეფასებები კეთდება.  ორმა ორგანიზაციამ უკვე მიუთითა ორ ყველაზე პრობლემურ უბანზე, სადაც მათი თქმით, გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ეს უბნებია ჯიხაშკარი და ზუგდიდის 38-ე უბანი.არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები სწორედ მომხდარი ინციდენტების გამო, ცესკოსმიმართავს და ამ უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. „10-მდე პირი შეიჭრა და დაარბია ეს უბანი. მიმოფანტეს და დააზიანეს საარჩევნო მასალები. ამას გარდა, შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ ერთ-ერთი დამკვირვებლისთვის. მათ შორის ჩვენი დამკვირვებელი იქ იმყოფებოდა და მასაც გარკვეული ზიანი მადგა ამ უბანზე, ყუთის გახსნის შემდეგ, შეინიშნებოდა გარკვეული ქაოტური სიტუაცია და ასევე ჩვენ შევნიშნეთ რომ სავარაუდო ცდებოდა დამატებითი ბიულეტენების შერევა სხვა ბიულეტენებთან. სწორედ ამ საეჭვო პროცესის გამო, ჩვენ ასევე მოვითხოვეთ ამ უბნის ბათილობა,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...