მთავარისიახლეებისაზოგადოებაზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 20,000,000-დან ათვისებულია 0%

ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 20,000,000-დან ათვისებულია 0%

Published on

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, ნული პროცენტითაა ათვისებული.

ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორი აქვეყნებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე რესურსი, ხოლო 22 პროექტში ათვისების მდგომარეობა 30-100%-მდე მერყეობს. ამასთან, 5 პროექტის შემთხვევაში გაწეულმა ხარჯებმა უკვე გადააჭარბა განსაზღვრულ წლიურ გეგმას.

სხვადასხვა პროექტებს შორის გვხვდება განათლების მიმართულების პროექტებიც, მაგალითად აუდიტის სამსახურის სიაშია ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20,000,000 ლარია გამოყოფილი და 6 თვის მონაცემებით 0%-ია ათვისებული. საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სახელოვნებო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ბიუჯეტიდან გამოყოფილია 131,500,000 ლარი, ათვისებულია -39%.

პროექტების ჩამონათვალში გვხვდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაზეც 2019 წლის ბიუჯეტში 50,000,000 ლარია გამოყოფილი და 6 თვეში ათვისებულია 12%.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ „საქართველოში პროექტების პირველადი შერჩევის არაფორმალურ და არასტანდარტიზებულ პრაქტიკას აქვს ადგილი. კერძოდ, არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე და ასევე, განმახორციელებელ უწყებებს არ გააჩნიათ პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს შერჩევის კრიტერიუმებისა და აღნიშნული პროცესის ცხადად განსაზღვრას“.

წყარო: EDU.ARIS.GE

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...