მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობა გამაფრთხილებელ აქციას იწყებს. ცესკო- სთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული

ნაციონალური მოძრაობა გამაფრთხილებელ აქციას იწყებს. ცესკო- სთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული

Published on

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ამ წუთებში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ. ადგილზე დაახლოებით 100-მდე პოლიციელი იმყოფება და ცესკო-ს შენობის გარშემო კორდონი აქვთ გაკეთებული.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები" პირველად გამოცხადებულ შედეგებს და ცესკოს დაგვიანებულ რეაქციას აპროტესტებენ.
ცესკო-ს შენობასთან უკვე მისული არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.   ისინი  გამაფრთხილებელი აქციის ჩატარებას გეგმავენ.,  შენობის  მიმდებარე ტეროტორიაზე ხმის გამაძლიერებლებია  დამონტაჟებული.
 პარტიის წარმომადგენლის  ლევან თარხნიშვილის თქმით,   ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და მას მოჰყვება ბევრად უფრო მასშტაბური აქციები, თუ ცესკო არ დააფიქსირებს ქართველი მოსახლეობის რეალურ არჩევანს.
სერგო რატიანი აცხადებს, რომ  ,,ცესკო აქვეყნებს დაკვეთას და რეალურად სულ სხვა ფონი გვაქვს. ფაქტია, რომ ჩვენ ვეყრდნობით იმ მონაცემებს რომელიც მოდის უბნებიდან და სრულიად სხვა მონაცემებია ისინი და ცესკო კი აქვეყნებს დაკვეთას და ქმნის სხვა ფონს დღეს კი სულ სხვა ფონია.იმედია, ოლიგარქი მიხვდება რომ რეალობა არის სხვა და ის შეჩერდება.''
 

სიახლეები

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა...