მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნების'' მხარდამჭერები და პოლიციელები განმუხურის საარჩევნო უბანში ფიზიკურად გაუსწორდნენ დამკვირვებლებს...

,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები და პოლიციელები განმუხურის საარჩევნო უბანში ფიზიკურად გაუსწორდნენ დამკვირვებლებს და ჟურნალისტებს. დარბეულია კოლხიდის საარჩევნო უბანიც(video)

Published on

სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ  განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე.  ხმების დათვლის პროცესში დაიწყო დაპირისპირება კომისიის წევრებს შორის. შეხლა- შემოხლაში განმუხურის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ვანდა ხუფენიას განცხადებით, დაიკარგა საარჩევნო  ურნა, ურნიდან ყუთი,  ამოყრილია  კონვერტები ბიულეტებითურთ იატაკზე ყრია. თავად ვანდა ხუფენიაც ორი საათის განმავლობაში იყოდაკარგული, როგიორც არმოცნდა, იგი საოლქო საარჩევნო კომისიაში წავიდა.  დაოირისპირების გარრმავების კვალდაკვალ  ადგილზე მობილიზებულ იქნა  პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა წესრიგის დაცვის ნაცვლად, ისინი ,,.ქართული ოცნების'' მხარდამჭერებთან ერთად ფიზიკურდ გაუსწირდნენ როგორც დამკვირვებლებს, ისე ჟურნალისტებს, მათ შორის ტელეკომპანია ,,ოდიშის'' გადამღებ ჯგუფს.კომისიის თავმჯდომარის თქმით, დაპირისპირება მოყვა , უბნის შედეგების   ბათილად ცნობას რიგი დარღვევების გამო. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ  "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გაიგეს, რომ უბანზე "ნაციონალური მოძრაობა" იგებდა და ამიტომაც მიზანმიმართულად ჩაშალეს პროცესი.,,ნაციონალური მოძრაობის ''ზუგდიდის ოფისი ავრცელებს განცხადებას,რომ რამდენიმე წუთის წინ სოფელ კოლხიდაში 37-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა ,,ქართული ოცნებიდან" ჩაშალეს საარჩევნო პროცესი. კომისიის წევრებმა დამკვირვებლებს და ჟურნალისტებს  დაულეწეს კამერები, გააძევეს საარჩევნო უბნიდან და ყუთი ჩაიკეტეს უბანში. სიტუაცია დაძაბულია სოფელ დარჩელშიც

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...