მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის ლაბორატორიაში, სადაც ნატურალური ჩუტყვავილას, ებოლას ვირუსები ინახება, გაზი აფეთქდა

რუსეთის ლაბორატორიაში, სადაც ნატურალური ჩუტყვავილას, ებოლას ვირუსები ინახება, გაზი აფეთქდა

Published on

რუსეთში, ციმბირში, ნოვოსიბირსკის რეგიონის ქალაქ კოლცოვოში ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია ლაბორატორიაში, რომელშიც სხვადასხვა ტიპის ვირუსების სინჯები ინახებოდა, მათ შორის ნატურალური ჩუტყვავილას და ებოლას.

აფეთქება ვიროლოგიის და ბიოტექნოლოგიის კვლევის სახელმწიფო ცენტრის მეხუთე სართულზე, სანიტარული ინსპექციის ოთახში რენოვაციისას მოხდა.

ამავე შენობაში ინახებოდა ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს იკვლევდნენ.

აფეთქების შედეგად მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ამ დროისათვის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ჩააქრეს.

ადგილობრივ მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ოთახში, რომელშიც აფეთქება მოხდა საშიში ნივთიერებები არ ინახებოდა.

ნატურალური ჩუტყვავილის ვირუსი დედამიწაზე მხოლოდ ორ ადგილასაა შემორჩენილი, რუსეთის ამ ლაბორატორიაში და ატლანტაში დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში.

2004 წელს ციმბირის ამ ლაბორატორიაში მეცნიერი დაიღუპა, როდესაც შემთხვევით ნემსი შეერჭო და ებოლას ვირუსით დაავადდა.

სიახლეები

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...