მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია (48%)

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია (48%)

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია (48%). მას მოსდევს ფასების ზრდა/ინფლაცია (34%), სიღარიბე (33%), ტერიტორიული მთლიანობა (29%), პენსიები (22%) და ხელფასები (19%).

რუსეთთან ურთიერთობას ყველაზე ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 12% თვლის. ადამიანის უფლებებს – 8%. სამართლიან არჩევნებს და ნატოში გაწევრიანებას – 6-6%.

რესპონდენტებს არაუმეტეს სამი პასუხის გაცემა შეეძლოთ.

NDI აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

სიახლეები

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...