მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია „მატროსოვის“ ციხეში ირაკლი ოქრუაშვილს მოინახულებს

ელენე ხოშტარია „მატროსოვის“ ციხეში ირაკლი ოქრუაშვილს მოინახულებს

Published on

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია  „მატროსოვის“ ციხეში  ირაკლი ოქრუაშვილს მოინახულებს.

ხოშტარიას განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს კომუნიკაცია 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ადამიანებთან.

„მე რეგულარულად დავდივარ ყველა პატიმართან, რომელიც დაკავებულია „გავრილოვის ღამის“ მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი არიან მოქალაქეები, საერთოდ არ არიან პარტიულები. მთლიანად ეს არის საქმე, რომელიც მეტყველებს ჩვენს ქვეყანაში უკანონობაზე და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მქონდეს ურთიერთობა ამ პატიმრებთან. ეს ის თემაა, რომლის წინააღმდეგაც აუცილებლად ვაპირებ ბრძოლას. ეს არის მთავარი მოტივაცია და ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი   სხვა პარტიას წარმოადგენს, განსხვავებული პოლიტიკური და პარტიული პოზიციები გვაქვს, საჭიროდ ვთვლი, რომ როგორც პატიმარი ამ აბსურდული ბრალდებით, მოვინახულო და მოვიკითხო. რადგან „მატროსოვზე“ მხოლოდ ირაკლი ორუაშვილია, დღეს აქ შევდივარ, ცოტა ხნის წინ ვიყავი გლდანში და ყველა დანარჩენი მოვინახულე“, – განაცხადა ხოშტარიამ.

სიახლეები

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...