მთავარისიახლეებიპოლიტიკასოციალურ ქსელში ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურებიან: ოცნებამ უმრავლესობა დაკარგა! ამასთან ეგზიტპოლებში ამომრჩევლის 33%...

სოციალურ ქსელში ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურებიან: ოცნებამ უმრავლესობა დაკარგა! ამასთან ეგზიტპოლებში ამომრჩევლის 33% არ მიუღია მონაწილეობა.

Published on

სოციალურ ქსელში ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურებიან: 
,,წინასწარი მონაცემების მიხედვით, ,,ქართული ოცნება,, ინაშვილიანად ვერ აკომპლექტებს ვერც პარლამენტს და მით უმეტეს ვერც მთავრობას. გარანტირებული მეორე ტური, ან… კრიზისი!''
 
,,რუსთავი ორის მიხედვით ეს არ ნიშნავს ეს წაგებას, 7 %იანი სხვაობა არაფერია, საქმე ისაა, რომ ოცნებამ უმრავლესობა დაკარგა!''
 
,,თუ გავითვალისწინებთ რომ ამომრჩეველთა 33%მა ეგზიტპოლში არ ისურვა მონაწილეობა და ამას თუ მივუმატებთ მაჟორიტარების რაოდენობას, რომელიც დეპუტატების რაოდენობის ნახევარია, გამოდის რომ ჯერ არაფერია გარკვეული''
 
,,ორი ეგზიტპოლი – არჩევნების ორი სხვადასხვა შედეგი ტელეკომპანიებმა ,,რუსთავი 2" -მა და ,,იმედმა" დადეს.ცხადია, შედეგი ერთია და საბოლოო დათვლის შემდეგ დაიდება.
მანამდე ,,ოცნება''ს ზეიმი წინსწრებით ეჩქარება,  ოპოზიცია თითოეულ ხმას იცავს თითოეულ საარჩევნო უბანზე.''
 
,,თუნდაც ეგზიტპოლების მიხედვით, მოხდა, რაც მოსალოდნელიც იყო: "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა უმრავლესობა. "რესპუბლიკურ პარტიას" და "თავისუფალ დემოკრატებს" ბატონმა ივანიშვილმა ათამაშა თავისი თამაში, როგორც 2012 წელს, როდესაც მათი "დასავლურობით" გაორება შეიტანა საზოგადოებაში და გააყვანინა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებიდან და ახლა უკვე დაასუსტებინა ოპოზიციაში, როდესაც იძულებით გაიყვანა აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფები კოალიციიდან. უნიათო დასავლური თავისთავად უკვე ანტი-დასავლურია! ბატონი პაატა ბურჭულაძის "პროექტიც", როგორც ჩანს წარმატებული გამოდგა, მაგრამ ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის. იგივეა "პატრიოტთა ალიანსის" როლიც, 2012 ამ პოლიტიკურმა ძალამ "წამების ამსახველი კადრებით" მოახდინა "ნაციონალების" პარალიზება და იგივე დატვირთვა ექნება მომავალ პარლამენტშიც. შედეგად საზოგადოებამ მიიღო უნიათო და დასვრილი "დასავლური" პარტიები, ქმედითი და წარმატებული "პატრიოტთა ალიანსი" და დიდი უმრავლესობა, რომელიც ერთი ადამიანის ნებას ასრულებს და მხოლოდ გარეგნულად წარმოადგენს ქართულ საზოგადოებას.''
 
,,მოკლედ, არცთუისე მარტივადაა საქმე თუ ალიანსი შევიდა პარლამენტში. თავი რომ დავანებოთ არჩევანის კულტურის დაბალ დონეს, ფობიების ბუკეტს.
თავდაცვა და უსაფრთხოება სახელმწიფოსი 
მაგათი ამომრჩეველი საერთოდ აზრზე არაა სახელმწიფოებრიობის. მისცეს ლეგიტიმაცია სრულიად ბუნდოვან ინდივიდებს სახელმწიფოს საუდუმლოების წვდომაზე. იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სახ. საიდუმლოებები რომ მოხვდეს მტრის სპეცსამსახურების ხელში რა შედეგი დადგება ქვეყნისთვის? გააზრებული გაქვთ რა ჩაიდინეს?''

 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...