მთავარისიახლეებიპოლიტიკაეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, ქართული ოცნება პირველ ადგილზეა, ნაციონალური მოძრაობა - მეორეზე

ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, ქართული ოცნება პირველ ადგილზეა, ნაციონალური მოძრაობა – მეორეზე

Published on

GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" გამოკითხულთა – 39,9 % უჭერს მხარს, ხოლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" – 32,74%. 
GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას ასევე ახერხებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც აღნიშნული მონაცემებით 5,76% უჭერს მხარს.
როგორც ”რუსთავი 2” აღნიშნავს, ამ დროისთვის დათვლილია გამოკითხულ ამომრჩეველთა 90%-ის მონაცემები.
GFK-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები „ბისიჯიმ“ ჩაატარა .
 GFK-ს ვიცე პრეზიდენტი, ვადიმ ვოლოსი, აცხადებს, რომ სრული შედეგები 21 საათისთვის იქნება ცნობილი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის გარდა, ბარიერის გადალახვის შანსი კიდევ სამ პარტიას – ლეიბორისტებს, სახელმწიფო ხალხისთვის და თავისუფალ დემოკრატებს აქვთ. 
 
TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 53.8% “ქართული ოცნებას“ უჭერს მხარს, ხოლო 19.5% – "ნაციონალური მოძრაობას". 
TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით , მესამე პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“ 5%-ით. 
რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „თავისუფალი დემოკრატები" – 4.0%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3,1%, "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" – 2,7%.
TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის – GDS, „მაესტრო“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის – დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...