მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯერ გადახტი და მერე დაიძახე ჰოპ! ევსაქებისინიციატივასერთსულოვანი აღტაცება არ მოყოლია

ჯერ გადახტი და მერე დაიძახე ჰოპ! ევსაქებისინიციატივასერთსულოვანი აღტაცება არ მოყოლია

Published on

ჩვენი პოზიცია მკაფიო და მარტივად აღსაქმელია, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში საქმით დავამტკიცეთ, ლაპარაკის გარდა. შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა

ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მოწოდებასპროდასავლური ოპოზიციური პარტიების მიმართ – მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

ივანიშვილი შესაცვლელია, თუმცა არა სააკაშვილით.ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა წინა ხელისუფლების უკან დაბრუნებით. ეს არის ჩვენი პოლიტიკური კრედო და კონცეფცია, რასაც მივყვებით არჩევნებამდე და მას შემდეგაც. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ამ ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის სამოქალაქო, ცივი ომი, რომელიც შთანთქავს მთელ პოზიტიურ ენერგიას.

ამ კონცეფციისკენ არავის მოვუწოდებ, ვანამუსებ, თუ სხვა მიაჩნიათ ქვეყნის კეთილდღეობის მისაღწევად – სააკაშვილთან ერთად, რა ვქნათ, ასე მიაჩნიათ. პოლიტიკაში ვინც ბულინგს ექვემდებარება, მისი ადგილი პოლიტიკაში საერთოდ არ არის. ამ სახის შეძახილებზე არ მაკანკალებს, არც „ოცნებისგან“ დავბულინგებულვარ და არც სააკაშვილისგან დავბულინგებულვარ, მკაფიო პოზიციებით ის ცხრა წელიც გავიარე და ახლაც მკაფიო პოზიციები მაქვს.

კოალიციაზე საუბარი ამ ეტაპზე უსაგნო და ზედაპირულია არჩევნებამდე, რადგან ახალი მოთამაშეები იბადებიან, ძველები გადაჯგუფებას აკეთებენ, მომავალ წელს ამ დროს შეიძლება კონტურებზე იყოს საუბარი, მაგრამ ახლა იმის თქმა, ვისთან ერთად მოახერხებს „შენების მოძრაობა“ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ისე გაშვებას, რომ სააკაშვილი არ მოუშვას, ამაზე პასუხი რომ მქონდეს, არასერიოზული ადამიანი უნდა ვიყო”


სიახლეები

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო Flydubai ისრაელში ფრენებს აჩერებს

"ვფიქრობ, ეს დაუჯერებელი ისტორიაა... მე ვრცლად ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს ამ მოვლენის შესახებ და, როგორც...