მთავარისიახლეებისაზოგადოება19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო

Published on

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ იმ სკოლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც სასწავლო პროცესი დაგვიანებით დაიწყება. სწავლის დაწყების თარიღმა თბილისისა და რეგიონების 19 სკოლაში გადაიწია.

სწავლა გადაიდო შემდეგ სკოლებში: თბილისის #122 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #130 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #45 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #60 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #149 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #177 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #191 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #208 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #130 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის #23 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის #150 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის #2 საჯარო სკოლაში( განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), გორის #4 საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს).

ცნობისთვის,  ახალი სასწავლო წლის განახლების გადავადების მიზეზი სკოლების შენობების რეაბილიტაციაა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...