მთავარიUncategorizedპროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტია, თუ ის მართლაც ასეთია, ივანიშვილთან არ შექმნის...

პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტია, თუ ის მართლაც ასეთია, ივანიშვილთან არ შექმნის კოალიციას

Published on

მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდეს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ შექმნის კოალიციას, ყველა პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტია”, – ამბობს ტაბულასთან საუბარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი.

მისივე თმქით, გარდა ზემოაღნიშნულისა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ სხვა რა პრონციპებია, რომლის გარშემოც შეიძლება გაერთიანება, – “ვაპირებთ, რომ ეს გავაჟღეროთ უახლოეს მომავალში”, – თქვა სამადაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას არ დათანხმდებიან, ეს იქნება არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ კრიზისიდან გამოსავალი.

„ყველა პარტიამ უნდა თქვას, რომ არცერთ ვარიანტში ივანიშვილს ჩვენ მთავრობას არ ვუქმნით. თუ ვიღაც არ მოგვწონს სხვა, მაშინ არც იმას უქმნი და იყოს ხელახალი არჩევნები. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ეს არის სწორი პოზიცია, რის შესახებაც არაერთხელ განგვიცხადებია. ეს არ შექმნის პოლიტიკურ კრიზისს, პირიქით, კრიზისიდან გამოსავალი იქნება. ოპოზიციისგან ჩამოყალიბდება კოალიციური, მრავალპარტიული, პროდასავლური ხელისუფლება ივანიშვილის გარეშე, რომელსაც ექნება საპარლამენტო უმრავლესობა და დააკომპლექტებს მთავრობას. ეს არის ივანიშვილის ჩამოცილების ნათელი გეგმა. ის, რომ კოალიციას არ შექმნის ივანიშვილთან ეს უნდა განაცხადონ პარტიებმა რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებამდე ოპოზიციის გაერთიანებას და კოალიციის შექმნას, როგორც გოცირიძე აცხადებს, ეს დამოკიდებულია საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაიშვება თუ არა ბლოკები.

„ეს ასევე, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ფორმით მიიღებს აქამდე კოალიციურ რეჟიმში მყოფი პარტიები არჩევნებში მონაწილეობას თუკი ბლოკები არ იქნება. ეს საკითხი კონსტიტუციის მიღების შემდეგ არის გასარკვევი“, – განაცხადა გოცირიძემ.

დღეს, 13 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.თემები:

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...