მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ლელოს“ დღეს მძლავრი სტარტი უნდა აეღო, რათა ადამიანებს მათთან მისვლის სურვილი გასჩენოდათ,...

„ლელოს“ დღეს მძლავრი სტარტი უნდა აეღო, რათა ადამიანებს მათთან მისვლის სურვილი გასჩენოდათ, თუმცა ასე არ მოხდა – ხათუნა ლაგაზიძე

Published on

სტარტისთვის ეს არ იყო სასურველი პრეზენტაცია, რადგან მასობრიობის ეფექტი, ახალი ლიდერების, ძლიერების განცდა არ დატოვა – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, მას განცდა დარჩა, რომ ეს იყო 2 კაცის და არა ახალი ლიდერების პრეზენტაცია. მისივე თქმით, ეს არ იყო პრეზენტაცია გამარჯვებისთვის, რადგან გამარჯვების ენერგია უნდა წამოსულიყო, რაც არ მოხდა.

„ამომრჩეველში პრეზენტაციამ შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო ასოციაციები, რომ ეს არის 2 ადამიანის პრობლემებიდან გამომდინარე აგორებული საზოგადოებრივი მოძრაობა. მასობრიობის ეფექტი, ახალი ლიდერების, ძლიერების განცდა არ დატოვა ამ პრეზენტაციამ. სტარტისთვის ეს არ იყო სასურველი. იმიტომ, რომ ამომრჩევლის უზარმაზარი ნაწილი, 50% არის ახალი ძალის მოლოდინში, რაც ღონისძიებამ ვერ დატოვა. არადა, მთავარი ამოცანა, რაც ამ პრეზენტაციას უნდა გადაეწყვიტა, სწორედ ძალის მოლოდინი იყო. ხელკეტებს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ვგულისხმობ იმ ძლიერი ძალის მოლოდინს, რომელიც არამარტო 2 ადამიანის, არამედ საზოგადოების პრობლემებს გადაჭრიდა და ამომრჩეველს გაუჩენდა იმის განცდას, რომ მესამე ძალა შემოვიდა. ამისი განცდა პრეზენტაციამ არ დატოვა, არამარტო იმის გამო, რომ ვთქვათ, სხვა ლიდერები არ გამოვიდნენ, ზოგადად. მე ისიც სერიოზულ ნაკლად მიმაჩნია, რომ ეს იყო 2 კაცის და არა ახალი, მათთვის და საზოგადოებისთვის ღირებული სახეების, დავუშვათ ანა ნაცვლიშვილისა და კახა კოჟორიძის პრეზენტაცია. რატომ გადაწყვიტეს ასე წამგებიანად ამისი პრეზენტირება და ამისი მოწოდება საზოგადოებისთვის. ჩემთვის გაუგებარია,“ – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, „ლელოს“ დღეს მძლავრი სტარტი უნდა აეღო, რათა ადამიანებს მათთან მისვლის სურვილი გასჩენოდათ, თუმცა ასე არ მოხდა. ლაგაზიძის განმარტებით, შეცდომების გამოსწორება შეიძლება, ამისთვის კი აუცილებელია, გაჩნდეს განცდა, რომ აღნიშნული მოძრაობა საზოგადოებისთვის და საზოგადოებასთან ერთად იქნება.

„შანსი, რესურსი და პოტენციალი მათ მაინც რჩებათ, იმ ფონზე, როცა ძალიან დიდია ერთი მხრივ, იმედგაცრუება არსებული პოლიტიკური ძალებისგან, მეორე მხრივ, ძალიან დიდია მოლოდინი ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ. იმედი მაქვს, ისინი დღევანდელი პრეზენტაციის შეცდომებს გაითვალისწინებენ. დღევანდელი შეცდომები ისეთი რამ არის, რისი გადალახვა და გამოსწორებაც მარტივად შეიძლება, თუ ისინი ამას შეცდომად ჩათვლიან და თვითკმაყოფილებას არ მიეცემიან“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამასთან, მან პრეზენტაციის დადებით მხარეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასახელება „ლელო“ მუსიკალურ ფონთან ერთად ძალიან კარგი, სწორი პიარსვლა იყო. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტორები საბრძოლო შემართებას უსვამს ხაზს.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

სიახლეები

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საიას ანგარიში

„2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წლად იქცა“ - ასეთ შეფასებას აძლევს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას საქართველოს...

საბა სხვიტარიძის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელია – TI

საბა სხვიტარიძე სინდისის პატიმარია და მისი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებს...

სასამართლო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საქმის არსებით განხილვას იწყებს

სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დღეს პაატა ბურჭულაძის, ირაკალი ნადირაძის, მურთაზ ზოდელევას,...

“უკრაინას კი არა, ბლითში ხვრელს მიიღებთ!..” – ანდრეი მელნიკი

გაეროში უკრაინის ელჩი ანდრეი მილნიკი მკაცრად პასუხობს არამარტო რუსეთს, არამედ ყველას, ვინც დაინტერესებულია უკრაინის...