მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რა იცის ,,ასპროცენტიანი''და არ იცის ,,ქართული ოცნების'' ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელმა

,,რა იცის ,,ასპროცენტიანი”და არ იცის ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელმა

Published on

რეზონანსის მხრივ , ზუგდიდში მიმიდინარე საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებს შორის მე-18-ე უბანზე მომხდარი ინციდენტი ლიდერობს. ამ მხრივ მას დამატებითი ქულები  შესძინა  ,,ქართული ოცნების"' ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის  ლაშა გვასალიას უცნაურმა განცხადებამ :
,,მე გამოვკითხე და ვკითხე არამხოლოდ მერაბ ქვარაიას, ჩვენი კომისიის წევრებს და დამკვირვებლებსაც, იქ მყოფ ადამიანებს და მითხრეს, რომ მსგავს ქმედებას არ ქონია ადგილი მერაბის მხრიდან''.  
მისი თქმით, უბნის კომისიის თავმჯდომარესთან მაჟორიტარობის კანდიდატს არ უსაუბრია, „არ ვადასტურებ, რადგან ეს არის ტყუილი. უბრალოდ ხვდებიან ადამიანები, რომ დამარცხებულები არიან. და მიდიან სხვადასხვა პროვოკაციებზე. შეიძლება მისული იყო ქვარაია, პატიმარი ხომ არ არის? მაგრამ არ გამოუყვანია. დაეფიქსირებინათ, გადაეღოთ, და მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. ეს არის ტყუილი. შეიძლება კომისიის თავმჯდომარე გამოვიდა და ესაუბრა მარკოზიას, მაგრამ მერაბთან არ უსაუბრია. ვიცი ასპროცენტიანი. მარკოზიას და რიგით ადამიანებს თუ ესაუბრა, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა ლაშა გვასალიამ
სამწუხაროა, რომ ლაშა გვასალიამ  ასპროცენტიანი არ იცის, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით  დეპუტატობის კანდიდატს ( ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქეს) ეკრძალება საარჩევნო უბანში შესვლა, თუ იქ არ არის დარეგისტრირებული როგორც ამომრჩეველი ან უკვე მიცემული აქვს ხმა, 
 
შეგახსენებთ, რამდენიმე საათი წინ „თავისუფალი დემოკრატების“ დამკვირვებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია,  რომ  მე – 18 უბანზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ზუგდიდში „ქართული ოცნებიდან“ მერაბ ქვარაია და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თეიმურაზ მარკოზია მივიდნენ და გარეთ გაიყვანეს უბნის კომისიის თავმჯდომარე რომან გიგიხია, რასაც თავისუფალი დემოკრატების პროტესტი და შემდეგ მწვავე დაპირიპირება მოყვა. 
 

სიახლეები

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...