მთავარიUncategorized11 სექტემბერს კომანი ხალხით ივსებოდა...დღეს იქ წამებული იური ანუას და ბერი...

11 სექტემბერს კომანი ხალხით ივსებოდა…დღეს იქ წამებული იური ანუას და ბერი ანდრიას ნათელი თუ ევლება წმინდა იოანეს თავის შთაფვლის ადგილს

Published on

დღეს, 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება.

სახარების თანახმად იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და იესო ქრისტეს წინამორბედი იყო, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი გაუმზადა.

იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა. კერძოდ, კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.

უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. გადმოცემით, მოკვეთილმა თავმა ბაგეები გახსნა და კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე – არ უნდა გყავდეს ცოლად შენი ძმის ცოლიო. სალომეამ ლანგარი დედას მიუტანა. გახელებულმა ჰეროდეადამ იოანეს ენა ნემსით დაუჩხვლიტა და თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ ჰეროდეს ეზოსმოძღვარ ქოზას კეთილმსახურმა ცოლმა იოანამ თავი ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელონის მთაზე დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმინდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა სებასტიაში მიაბარეს მიწას.ელონის მტის შემდეგ წმინდა იოანეს თავს რამდენჯერე შეუცვალეს ადგილი.

ერთერთი ვერსიით, ხატმებრძოლობის დროს ქრისტიანებმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი აფხაზეთში, დაბა კომანში გადამალეს, სადაც ოდესღაც მიიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი (დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ვარაუდით, შესაძლოა, წმინდა იოანემ გადასახლებისას ჩუმად ჩამოასვენა თავისი მფარველის წმინდა იოანეს პატიოსანი თავი). ვერცხლის ჭურჭელში ჩაბრძანებული სიწმინდე დაფარული იყო 850 წლამდე. მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეგნატემ, ღამით ლოცვისას, უფლის გამოცხადებით იხილა ის ადგილი, სადაც წმინდა იოანეს პატიოსანი თავის ქალა იყო დაკრძალული. პატრიარქმა ამის შესახებ იმპერატორ მიქაელს შეატყობინა. მან კი ელჩობა გაგზავნა და ეს სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადაასვენა.


სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...