მთავარისიახლეებისაზოგადოებასაერთაშორისო მასშტაბით საომარი მოქმედებების გამო ფსიქოლოგიური დახმარება 24 მილიონ ბავშვს სჭირდება

საერთაშორისო მასშტაბით საომარი მოქმედებების გამო ფსიქოლოგიური დახმარება 24 მილიონ ბავშვს სჭირდება

Published on

საერთაშორისო მასშტაბით საომარი მოქმედებების გამო ფსიქოლოგიური დახმარება 24 მილიონ ბავშვს სჭირდება. ამის შესახებ ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვები“ იუწყება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მომზადებული ახალი ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო მასშტაბით კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობამ 420 მილიონს მიაღწია.

ორგანიზაციის ცნობით, მსგავს ადგილებში ყოველწლიურად სულ მცირე ათასი ბავშვი იღუპება, ომის პირობებში მცხოვრები ბავშვების ნაწილს კი, მიყენებული ტრავმიდან გამომდინარე ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.

საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარებიდან მხოლოდ 0,14 პროცენტი მოხმარდა ბავშვებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას. ანგარიშიც თანახმად, ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება იემენსა და სამხრეთ სუდანშია.

ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვების“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა მდგომარეობის გამოსასწორებლად გაცილებით ეფექტურ ზომებს უნდა მიმართონ.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...