მთავარისიახლეებიპოლიტიკასაჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ამომრჩევლისგან მოითხოვენ მათთვის სასურველ კანდიდატს მისცენ ხმა(video)

საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ამომრჩევლისგან მოითხოვენ მათთვის სასურველ კანდიდატს მისცენ ხმა(video)

Published on

 საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ამომრჩეველს აიძულებენ, რომ მათთვის სასურველ კანდიდატს მისცენ ხმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზედა ეწერში, რიყესა და კორცხელში საარჩევნო უბნების შესასვლელებთან დილიდან იმყოფებიან საჯარო მოხელეები, მათ შორის   სოფლის რწმუნებულები.  მათ ავტომობილებზე მიმაგრებულია საშვები, რომლის გაცემა საჯარო მოხელეებისათვის არამართლზომიერია.  ადგილი აქვს  ამომრჩევლის მანქანაში ჩასმისა და მათთან ,,გასაუბრების '' ფაქტებს,   თვითმხილველების ცნობით, ამ გასაუბრებაზე  ისინი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემას მოითხოვენ ამომრჩევლებისგან.  ზედა ეწერის საარჩევნო უბნის შესასვლელთან თავისი ავტომობილით დილიდან იდგა  სკოლის დირექტორი ზაზა კოკაიაც,  რომელიც არსებული მონაცემებით, ახლო ნათესაურ კავშირშია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთან თენგიზ ქობალიასთან, ჟურნალისტების დანახვაზე მან სასწრაფოდ მოხსნა მანქანას საშვი და გაიყვანა ტერიტორიიდან, თუმცა კამერებმა მოასწრეს მისი დაფიქსირება. 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....