მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დითა, აბაფს!'' კენჭისყრაზე მისულ ალხას კვიწინიას პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, ხაჯიმბამ...

,,დითა, აბაფს!” კენჭისყრაზე მისულ ალხას კვიწინიას პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, ხაჯიმბამ კი აღიარა, რომ ის ღმერთი არ არის – ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, შუადღის მონაცემებით, ამომრჩეველთა 19 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც პირველ ტურთან შედარებით, 0.27 მეასედი პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ გოგიამ 12:00 საათის მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისივე ცნობით, „არჩევნები“ დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

ხმა უკვე მისცეს დე ფაქტო პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ და ალხას კვიწინიამ.

„მე ღმერთი არ ვარ, რომ წინასწარი პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. მინდა მჯეროდეს, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

„პრეზიდენტობის“ მეორე კანდიდატმა ალხას კვიწინიამ ე.წ. საარჩევნო უბანზე მისვლისას აღმოაჩინა, რომ ხმას ვერ მისცემდა, რადგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან არ აღმოაჩნდა და ვიდრე მოუტანდნენ, დალოდება მოუწია.

სიახლეები

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...

ბათუმი-თბილისის მატარებელი დიდუბესთან ქვეითს დაეჯახა

16 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, დიდუბესთან ქვეით მგზავრს დაეჯახა მატარებელი, რომელიც ბათუმი-თბილისის რეისს...

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...