მთავარისიახლეებიპოლიტიკაემზარ კვიციანი იგინება და წიხლებს ყრის - ცხვარიც ცხვარია, თუ გაცხარდა,...

ემზარ კვიციანი იგინება და წიხლებს ყრის – ცხვარიც ცხვარია, თუ გაცხარდა, ცხარეა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.

განცხადებაში ნათქვამია:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება რამდენიმედ საათის წინ მოხდა. ემზარ კვიციანი პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც აქციის ორგანიზატორებმა შენობასთან უმრავლესობის დეპუტატების განსასახიერებლად ცხვრები მიიყვანეს . მან აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს კვიციანის მიერ მოქნეული ხელი როგორ ხვდება პოლიციელს და როგორ ურტყამს ის ფეხს აქტივისტს. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეები კვიციანის დაკავებას ითხოვდნენ და სკანდირებდნენ – „დააკავეთ კანონდამრღვევი დეპუტატი“. „მონა ხარ“ .

ადგილზე პოლიცია მივიდა, თავის მხრივ დეპუტატი სამართალდამცავებს არ მიყვებოდ ადა აცხადებდა, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“.

ინციდენტის შემდეგ კვიციანმა „ფეისბუქის“ პირად  გვერდზე  დაწერა, რომ, რაც მოხდა, კონკრეტულად მის წინააღმდეგ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, ცოტა ხნის შემდეგ, კი სავარაუდოდ უარყოფითი კომენტარების შემდეგ, სტატუსი წაშალა.

ანტისაოკუპაციო აქციის “სირცხვილია” აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა ემზარ კვიციანის მიერ დაანონსებულ კონტრაქციასთან დაკავშირებით განაცხადა:. ,,ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია. პასუხი არ გავეცი და პოლიციას მოვუწოდე, დაეკავებინა. არ დააკავეს. ისევ დამარტყა. ისევ არ გავეცი, ისევ მოვუწოდე, ისევ არ დაკავეს და ისევ დამარტყა. ეხლა ინაშვილმა პარლამენტთან კონტრაქცია დაანონსა და ან პოლიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ან ჩვენ თვითონ დავიცავთ საკუთარ უსაფრთხოებას და ღირსებას! ასეთი ქვეყანა გვაქვს ამ წუთებში”

.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...