მთავარისიახლეებისაზოგადოებაფინკა ბანკის განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე (R)

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე (R)

Published on

ფინკა ბანკის საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მსმენელთა მიღება 4 სექტემბრიდან განახლდა. პროგრამა 3თვიანია. მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, არამედ ისეთ თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის მთავარი ნაწილია.

სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია200 ლარი და ასევე ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია.სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

“ფინკა ბანკი სწავლის და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს მათ, ვისაც სურს კარიერა დაიწყოს ან გააგრძელოს საბანკო სფეროში. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ და განვითარდნენ. სწავლების პროცესი ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში მიმდინარეობს, საქართველოს 30 ქალაქში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და ჩვენი მსმენელების 70% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად მსმენელები იღებენსტიპენდიას 200 ლარის ოდენობით და აქვთ საშუალება იმისა, რომ დამატებით გამოიმუშაონ ბონუსი“, ამბობს ლელა თოფურია, ფინკა ბანკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი.

საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 4 სექტემბერს განახლდა და 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.geასევე, ფინკა ბანკის ფილიალებში.

სიახლეები

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...