8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში – 3 645 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) 55 საარჩევნო უბანი შეიქმნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველმა დღევანდელ საპარლამენტის არჩევნებში არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს – 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს. მან ასევე არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. 8 ოქტომბერს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი – აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული სისტემის მიხედვით. დღესვე, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, საკრებულოს შუალედური და მერისა და გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც იმართება. საკრებულოს შუალედური და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.
სიახლეები
კულტურა
სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა
„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...
პოლიტიკა
მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის
თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...
მსოფლიო
სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება
(ტაბულა) -
ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...