მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართუ - ვპერიოდ!'' - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი ინიშნება

,,ქართუ – ვპერიოდ!” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი ინიშნება

Published on

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის ახალ თანამდებობაზე უახლოეს დღეებში წარადგენენ. ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტიდ წევრად არჩევამდე, 2016 წელს თბილისის მერის მოადგილე იყო, ხოლო მანამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, „ქართუ“ ჯგუფში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის, 2015 – 2016 წლებში „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. 2014 – 2016 წლებში შპს Old City Development-ის, 2013 – 2014 წლებში კი შპს „ბურჯის“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა. 2008 – 2013 წლებში ის შპს „ქართუ მშენებელის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...